ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გახსნეს და ყვავილებით შეამკეს, რომელიც ბაღდათის საკათედრო ტაძრის ეზოში განთავსდა.


 1989 წლის 9 აპრილიდან 36 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა  კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო  აქცია დაარბიეს რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაუდგენელი შემადგენლობის მხუთავი აირით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.