მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და ზალცლანდის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შორის ურთიერთ თანამშრომლობა გაგრძელდება , როგორც კულტურული, ეკონომიკური, ტურისტული, ასევე ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და სპორტული მიმართულებებით.
ზალცლანდის ოლქის დელეგაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში საქსონია-ანჰალტის მხარის პარლამენტის პრეზიდენტმა დოქტორმა გუნარ შელენბერგმა, ზალცლანდის ოლქის ეკონომიკური განვითარების და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელმა ტილო ვექსელბერგმა, ზალცლანდის ოლქის საკრებულოს თავმჯდომარემ თომას გრუშმა. ბაღდათის მუნიციპალიტეტი დაათვალიერეს, გაეცნენ მუნიციპალიტეტის პოტენციალს სხვადასხვა მიმართულებით.
მოინახულეს კურორტი საირმე, ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, დაესწრნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემსრულებლების ცეკვისა და სიმღერის კონცერტს. ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული სამზარეულოს მასტერკლასში და ღვინის დეგუსტაციაში.