თორნიკე რიჟვაძემ ბულგარეთის მთავრობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა და ამ პროცესში, რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა.