სათავგადასავლო თამაში “პეტრას განძი” ისტორიულ ფაქტებზეა დაფუძნებული და დროში მოგზაურობასაც მოიცავს.

განცალკევებით პეტრას ტერიტორიაზე 24 შიდა და გარე დაბრკოლება სპეცუალურად ტურნირისთვის მოეწყო. კორპორატიულ აქტივობაში სხვადასხვა კომპანია მონაწილეობს. კერძოდ, Socar, TBC Bank, Europebet, Credo Bank, Mziuri Gardens და HRPA.

“პროექტი ითვალისწინებს ყველა მოთხოვნას რომელიც თიმბილდინგის წინაშე დგას: მეტად ავითარებს გუნდურობას, ჩართულიბას, მოკლე დროში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და ა.შ.
ტურნირის პარტნიორი Coaching Up University-ია, ბიზნეს ქოუჩები ჯონსის ასისტენტებიდ ამპლუაში გუნდებს აკვირდებიან და შემდგომ დე-ბრიფის სახით განიხილავენ, გუნდის ძლიერ და საჭიროებიდამებრ გასაძლიერებელ უნარ-ჩვევებს,” – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის პარტნიორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და ტურიზმის დეპარტამენტია.