მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სოფელ გუმათსა და მაღლაკში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
,,გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობა არის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა. სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვახდენთ პრიორიტეტების განსაზღვრას. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, ამასთან ეწყობა რეკრეაციული სივრცეები“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების რეაბილიტაციის პროექტები მიმდინარეობს სოფელ მუხიანში, საყულიაში, ოფურჩხეთში, ჯიმასტაროში, გუმათში, ჩუნეშში, ბანოჯასა და მაღლაკში, ასევე, სანიაღვრე სისტემა ეწყობა სოფელ ოფშკვითში. სამუშაოებისთვის ჯამში 8395011 ლარი იხარჯება.