აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, 2024 წელს აჭარაში წარმოებული საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა!
▪ აღნიშნულ სამეცნიერო სესიაზე მოხსენებები ექსპედიციების ხელმძღვანელებმა და ექსპედიციის მონაწილე მეცნიერ-თანამშრომლებმა წარმოადგინეს.
▪ 2024 წელს საველე არქეოლოგიური სამუშაოები სხვადასხვა პერიოდის ძეგლებზე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებებიც თემატურად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა პერიოდს ქვის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. კერძოდ, მოხსენებები წარმოდგენილი იყო , ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, პეტრა-ციხისძირის, მაჭახლის ხეობის, სოფ. ხუცუბნის და ზედა მახუნცეთის ტერიტორიებზე წარმოებული გათხრების შესახებ.
▪ სამეცნიერო სესიას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, არქეოლოგები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.