ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, სოფელ როხში მდებარე 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.