"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
ქადაგიძის განცხადებით, ნათელაშვილი პუტინსაც კი სთხოვდა შემწეობას.
"ეს “ბაბაჯანას ქოში” რომ ყელყელაობს, რა სასაცილოა…
წადი ჯერ ტილები გაიყრეინე და მერე ირაინდე რა!
მთელი ცხოვრება ხან ვანოს ჯიბეში იჯდა და ხან პუტინს ეხვეწებოდა პოლიტიკურ შემწეობას. მთელი მოღვაწეობა საკუთარი სტომაქის ძღომას მიუძღვნა და ახლა, ჩალაგამოვლებულმა აღარ იცის რას ეტაკოს…
ფრთხილად შალვა, რამეს არ წამოასკდე, ტოლი ნახე კოჭი გააგორე და ხაბეიშვილს ედებატე, ეგ არის შენი დონე!" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.