თუ გყავს უზურპატორი ხელისუფლება, რომელსაც არჩევნები მიტაცებული აქვს, რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„რევოლუციაზე საუბარი არის ძალიან ლეგიტიმური ამბავი, თუ გყავს უზურპატორი ხელისუფლება, რომელსაც არჩევნები მიტაცებული აქვს და არჩევნების უფლება წაგართვა. მაგ შემთხვევაში რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი, ოღონდ მე ყველგან ხაზს ვუსვამ, რომ ვსაუბრობ მშვიდობიან პროტესტზე იმიტომ, რომ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაცილებით ეფექტურია. მე პრინციპულად ვარ წინააღმდეგი ძალადობის და თუ სადმე არის ამაზე საუბარი, ყველგან ვსაუბრობ მშვიდობიან პროტესტზე, საბოტაჟზე - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.