ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13:00 საათზე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და სასამართლოს მიერ მის სახელზე გაგზავნილ ორ სხვადასხვა უწყებას აქვეყნებს.
„ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე.
კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.