ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ 1 ოქტომბერს, ირანის მიერ ისრაელის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვას, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან საპასუხო იერიში აუცილებლად მოჰყვება. ანალიტიკოსმა ამის შესახებ "ტვ პირველთან" განაცხადა.

"ისრაელი პასუხის გარეშე ამას ვერ დატოვებს და მოსალოდნელი არის პასუხი და მიზანში იქნება ამოღებული, სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, ასევე ქარხნები, პორტები და იქნება სამხედრო სამიზნეებიც, რა თქმა უნდა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. შეიძლება იყოს ბირთვული პროგრამაც", - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.