„ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ტიტე აროშიძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევას სოციალურ ქსელში ულოცავს.

„გილოცავ, ბატონო ტიტე და ვულოცავ უნივერსიტეტს. დარწმუნებული ვარ, ტიტეს ხელმძღვანელობით ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო კერა რეგიონს სამაგალითოდ აქცევს მთელი ქვეყნისთვის“, - წერს ზაალ მიქელაძე.