"როგორც ინფორმაცია ჟონავს, და თბილისი კი პატარა ქალაქია, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი. აქ ერთი კითხვაა- ვისი ფულით?" - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი და ამჯერად გამოძიების ქვეშ მყოფი და სასამართლოს მომლოდინე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის მილიონობით თანხების მოპარვას ედავებიან, მოულოდნელად ისევ წამოტივტივდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში
ორი ფაქტორის გამო.
პირველი - შვეიცარიის ბანკმა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა მის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რითაც კიდევ უფრო მეტი კითხვები და ეჭვები გააჩინა შვეიცარიის საბანკო სისტემის მიმართ.
მეორე - როგორც ინფორმაცია ჟონავს, და თბილისი კი პატარა ქალაქია, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი. აქ ერთი კითხვაა- ვისი ფულით?"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.