ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე  რადიკალური ოპოზიციის  მოწყობილ აქციაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ, ხალხისათვის სიტყვით მიმართვას ეხმიანება. 

ანჯაფარიძის თქმით, რამდენი ათასი გაფრინდა ჰაერში თუ გადაიყარა წყალში, ვადამილეულ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ უხეირო ფაფხურზე, რომლისთვისაც სიტყვა "პერფორმანსიც" კი არ ემეტება.

„რამდენი ათასი გაფრინდა ჰაერში თუ გადაიყარა წყალში, ვადამილეულ სალომეს ამ დღევანდელ უხეირო ფაფხურზე, სიტყვა "პერფორმანსიც" რომ არ გემეტება. მიკროფონმაც კი პროტესტი გამოთქვა მისი სიბრიყვეების ხმამაღლა გაჟღერებაზე,“- წერს ანჯაფარიძე.