ვფიქრობ მნიშვნელოვანი ცნობაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის მრავალპარტიული შემადგენლობის მხარდაჭერით, გივი მიქანაძე ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ იქნა ერთხმად არჩეული. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის ვიცეპსიკერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

" მას ევალება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესს გაუწიოს მონიტორინგი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. ვულოცავ გივისაც და ყველას, ვისთვისაც მაღალ საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოჩინება მნიშვნელოვანია." - წერს გიორგი ვოლსკი.