ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის დესტაბილიზაცია, რისთვისაც სჭირდებათ ეს ფინანსები, რათა პოლიტიკურ ველზე მერე დამატებით კიდევ გარკვეული პრივილეგიები მიიღონ. არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა“, - „განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.