უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ოფიციალურ ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს ძალადობა და შეთანხმდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან შეთანხმებით, ასევე შემოგვთავაზეს სამაშველო ვარიანტები.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა თავის დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისა და მოვლისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, გაერკვნენ ამ სიტუაციას, არ გაუკეთონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე - ფუნდამენტური ევროპული ღირებულებაა" - წრეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი
Right now, Russia is killing Ukrainian citizen Mykhailo Saakashvili at the hands of the Georgian authorities.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 3, 2023
We have repeatedly called on the official Tbilisi to stop this abuse and agree on Saakashvili's return to Ukraine. Our partners, in coordination with Ukraine, have also… pic.twitter.com/Gzvl4zJPR1