უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა.

ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ანგრევდა ორი უდიდესი ბირთვული ძალა თავიანთი თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთთან არამეგობრულ შეტყობინებებს ცვლიდა. ახლა ეს დასრულდა. დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე გუშინ იყო. დაე, ყოველი შაბათ-კვირა, სულ მცირე, ასეთი კარგი იყოს!“ – წერს ორბანი.

ცნობისთვის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაში, ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე გუშინ გაიმართა. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.