პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე აშშ-ს სანქციებს ეხმიანება.

„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება - მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის. ცირკია, მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის წევრმა ხმა მისცა გამჭვირვალობის კანონს და ამისთვის ასანქცირებენ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?  დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს.“- აღნიშნა ჯაფარიძემ.
#ხალხისძალა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ - პირველი პაკეტი მოიცავს "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს