უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის  შექმნის შესახებ, რომელიც  პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული  საექსპერტო მიმართულებების   აკრედიტაციის სფეროს გაფართოება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.