აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სოფო ჯაფარიძის განცხადება ოცნების ყოფილი წევრების შესახებ: გახსოვდეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელსაც ვერც თქვენი შიდა და ვერც გარე გეგმები ვერასდროს ამარცხებს.“- წერს ცოტნე ანანიძე.
შეგახსენებთ, ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა: "კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს ყოფილი თანაგუნდელებისგან"