„მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცნობიერებს, რომ არის ცვლილებების დრო და იმედი მაქვს, რომ ამ გზავნილს მოვისმენთ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან. ჩვენთვის ბუნებრივია ყველაზე პრინციპული საკითხი მასთან მიმართებაში არის პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის საკითხი, ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომლის დასრულებაც მას შეუძლია." - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება გულწრფელი საქართველოს მოქალაქეებთან, ეს არის პრეზიდენტობის ვადის ბოლო ანგარიში პარლამენტთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის აცნობიერებს, რომ არის ცვლილებების დრო, რომ გარდაუვალია ხელისუფლების ცვლილება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესშია ეს და იმედი მაქვს , რომ ამ გზავნილს მოვისმენთ ჩვენ პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ჩვენთვის ბუნებრივია ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული საკითხი და მე ვიტყოდი, ყველაზე პრინციპული საკითხი მასთან მიმართებაში არის პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის საკითხი, ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომლის დასრულებაც მას შეუძლია და ბუნებრივია ამაზეც მექნება საუბარი დღევანდელ გამოსვლაში.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ