„საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, უკვე ჩვენს პარტნიორებს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა
"როგორ უნდა შევცვალოთ ეს? ეს უნდა შევცვალოთ არჩევნებით, ამიტომ ყველას ძალიან კარგად ესმის 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მაქსიმალურად ადვოაკტირებთ, რომ იყოს ძალიან მაღალი მხარდაჭერა საქართველოსი ამ არჩევნებამდე, მათ შორის სენატიდან, რომ იყოს მაღალი დონის დელეგაციები, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი რეზოლუცია საქართველოზე, რაც შეიძლება მეტი მოსმენა, რომ სენატის ერთი მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჩატარდა შავი ზღვის თემაზე და ასევე, სადამკვირვებლო და მათ შორის გრძელვადიანი სადამკვირვებელო მისია USAID-დან, სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლებას ასე ეშინია მომავალი არჩევნების, ისინი თავს ესხმიან USAID-ს, ცდილობენ ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რაც შეუძლებელია იმიტომ, რომ ძალიან მაღალია მხარდაჭერა აშშ-ს კონგრესში, ეს იქნება წარმომადგენლობითი პალატა, თუ სენატი იმისთვის, რომ USAID-მა გამოაგზავნოს ძალია ბევრი დამკვირვებელი დამკვირვებელი საქართველოში, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც თვეებით ადრე ჩამოვლენ საქართველოში იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებში აისახოს ქართველი ხალხის ნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს დღევანდელი რუსული რეჟიმის ცვლილებას და ხელისუფლებაში მოიყვანს კოალიციურ პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ