ნამდვილად დასაფასებელია, რომ საქართველოს ჰყავს ამდენი მეგობარი დასავლეთში,- ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც მათი ამჟამინდელი მთავრობა ამას არ იმსახურებდეს, დროა, ქართველი ხალხისგან სიგნალი მივიღოთ და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის“.
„ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპაში, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს ეს ისტორიული შესაძლებლობა წაართვას“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.