ის, რომ პარლამენტში უნდა იმუშაო, ამაზე არავინ არ დავობს. პარლამენტში თუ არის პოლიტიკური ჯგუფი, უნდა იმუშაოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვფიქრობ, მელიას მოწოდება თანაგუნდელებზე არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ან საქმით უნდა დაკავდეს, ან პარლამენტი უნდა დატოვოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოიკოტის დრო დამთავრებულია.
„ის, რომ მუშაობა არ მიდის საკმარის დონეზე, ესეც ცხადია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მელიას მოწოდება მუშაობის გააქტიურებისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე პარლამენტის დატოვებისკენ. ეს არის უფრო გამოფხიზლება ვიდრე ის, რომ ბოიკოტის რეჟიმი უნდა გააგრძელოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც არაფერი კარგი არ მოუტანია თავად ამ პარტიისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტს: ხელფასი, ბენზინი, „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს