"ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული" - ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.
ოპოზიციის ნაწილი მზია ამაღლობელს მოუწოდებს, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.
"ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენი პარტია მზია ამაღლობელის სიცოცხლეს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე რეჟიმის სინანულის მოთხოვნას, შესაბამისად, მე არ ვიცი სხვა ვინ რას მოუწოდებს, მაგრამ მზია ამაღლობელის გადაწყვეტილება არის მზია ამაღლობელის, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად ეს შიმშილობა მან უნდა შეწყვიტოს", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.