მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში არ გადაუდგამს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„ბოლო გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არ გამოქვეყნება. როგორც ჩანს, მას გამოყოლილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის დავალება და დღემდე ამ ხაზს მიჰყვებოდა, სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ უნდა დაინიშნოს ის კაცი, რომელიც ახალ ხაზს გაატარებს საქართველოსთან ურთიერთობაში“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პირადი გადაწყვეტილებით თანამდებობა დღეს დატოვა.