„ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციური ვითარების აგორებისა და დესტაბილიზაციის მოწყობის შეკვეთა პატრონებისგან უკვე მიღებული აქვს. ამაში უზარმაზარი თანხაა გადახდილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ასეთ ქმედებებს არ დაუშვებს.

„საპარლამენტო არჩევნების წინ მილიონები გადაიხადეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ პროპაგანდა ეწარმოებინათ, არამედ იმისთვის, რომ აჯანყება მოეწყოთ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ, დესტაბილიზაციის მოსაწყობად ფინანსური ნაკადები უწყვეტად მოედინებოდა. მათ პატრონები მოქმედებას სთხოვენ. აგენტი როცა ხარ და ამაში ფული გაქვს აღებული, დაგიძახებენ და გეტყვიან, ფული ტყუილად არ გადაგიხადე, ქმედებები მაჩვენეო. ზუსტად ამას ახორციელებენ. ამ აგენტურამ როგორც აქამდე გაუცრუაა იმედები მის პატრონებს, ახლაც ასე მოუწევთ. საქართველო ასე ძლიერი არასოდეს ყოფილა და ასეთ ქმედებებს არ დაუშვებს. არავის ვურჩევ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამ მიმართულებით გამოსცადოს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.