„დიფ სთეითმა“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, ასე მარტივად ვერ გამოსწორდებოდა, თუმცა პროცესი დაძრულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა იქნება.
„დიფ სთეითმა“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, რომ ასე მარტივად და მალე ვერ გამოსწორდებოდა. დადებითია ის, რომ დაზიანების შემდგომი გაგრძელება ამერიკამ შეაჩერა. არავინ ელოდა, მაგრამ საქართველოს ელჩს აგრემანი მისცეს და ამერიკაშია. მალე საქართველოში იქნება ამერიკის ახალი ელჩი. რატომღაც, წინა ელჩი პენსიის ხასიათზე დადგა. პროცესი დაძრულია. შეუძლებელია, ასეთი ურთიერთობა დიდი ხანი გაგრძელდეს. ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა იქნება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.