სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწევს, ქართული ლიტერატურა, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მე თავად საშუალო სკოლაც კი საფრანგეთში დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა, ჩემი სამშობლო საქართველოა და მეგონა, რომ მისთვისაც ასე იყო. მაგრამ მე ვხედავ, რომ მან როგორც მისი თანამებრძოლები - ჩვენ გაგვყიდა, მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს, გაბედავს და ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის, იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა. ძალიან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე და რეალურად დღეს შეგვიძლია, ხმამაღლა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწევს, ქართული ლიტერატურა, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.