თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.