"ხალხის ძალა" სოზარ სუბარით და სხვა ლიდერებით სათავეში არის ძალა, რომელმაც, ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს, ითხოვს რა ამ რეჟიმის გასამართლებას და გვახსენებს რა ამ რეჟიმის უპატიებელ ცოდვებს" - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" წევრმა თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში კიდევ ერთი „9 აპრილი“ მოხდა“, ხელისუფლებამ ხელი აღმართა საკუთარ ხალხზე.
ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია და დღის ბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ოპოზიციურად განწყობილ, ტელეკომპანია „იმედშიც“ შეიჭრა. "7 ნოემბერს“, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. (2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება დიდწილად 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა განაპირობა) ამ მოვლენების პირისპირ აღმოჩნდა მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მისია თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ემხილებინა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი და ასეც მოიქცა.
სოზარ სუბარი იყო პირველი, ვინც გაბედა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხალხის გვერდით დადგა.
სოზარ სუბარი იყო სახალხო დამცველი, რომელმაც გამოძიება დაიწყო და რომელიც ღიად საუბრობდა როინ შავაძეზე, კაცზე რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა კონკრეტული ბრალდების გარეშე ფაშისტურად დახვრიტა, მის ოჯახს კი დაშინებით გაჩუმება ურჩია.
საბედნიეროდ, სოზარ სუბარის ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, მისი ეს ძალისხმევა გახდა საფუძველი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიეღო და რეალური დამნაშავეები დასჯილიყვნენ. ამ საქმემ ამხილა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, დამტკიცდა რომ ასეთი არაადამიანური ქმედებები იყო რეჟიმის პოლიტიკა და არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაცდომა. გავიდა წლები და "ხალხის ძალამ" სოზარ სუბარით სათავეში დღის წესრიგში დასვა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არსებობის აუცილებლობა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მასთან დაკავშირებული არასამთავრობოებისა და არასწორად ინფორმირებული ახალგაზრდების მხრიდან არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა.
ამ ძალებმა, ამ კანონის არ გასვლა მათ მიერ საგანგებოდ მომზადებულ დესტრუქციულად განწყობილ ახალგაზრდებთან ფულით იყიდეს, მაგრამ ამ კანონმა სამართლებრივად კანონის ფორმის გარეშე კანონად იმუშავა და შედეგიც დადო, დღეს რიგითმა მოქალაქემაც კი იცის, რომ არსებობს ფარა, რომელიც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე საჯაროს ხდის ლობიზმში კონკრეტული მიზნით გადახდილ თანხებს.
მაგალითად, დღეს ყოველმა მეორე ქართველმა იცის მიხეილ სააკაშვილზე შეკვეთილი სტატიები ვინ და რა თანხის სანაცვლოდ იყიდა.
"ხალხის ძალა" სოზარ სუბარითა და სხვა ლიდერებით სათავეში არის ძალა, რომელმაც, ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს, ითხოვს რა ამ რეჟიმის გასამართლებას და გვახსენებს რა ამ რეჟიმის უპატიებელ ცოდვებს.
მიხეილ სააკაშვილს აშფოთებს მისი წარსული და სოზარ სუბარი, როგორც ძალა მისი მამხილებელი ეფექტით. მიხეილ სააკაშვილი სოზარ სუბარის, როგორც მისი დანაშაულებრივი რეჟიმის მამხილებლის ფაქტორს ვერა და ვერ წაშლის. სოზარ სუბარის გასაჩუმებლად მისი ძმა გაურკვეველი მიზეზების გამო დაიჭირეს და საპროცესოს სთავაზობდნენ იმ შემთხვევაში, თუ ის აიძულებდა და გააჩუმებდა საკუთარ ძმას.
მაშინ სოზარ სუბარი, ვერც ამით დააშინეს, ის ებრძოდა და დღესაც ებრძვის რეჟიმს. საკუთარი როლით დამსახურებულად დგას იქ სადაც დგას, ის კვლავ ქვეყნის სამსახურშია და მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკვე მხილებული რეჟიმის შემოქმედი საკუთარი დანაშაულების აგონიაში წერილებს ციხის კარიდან უძღვნის მას. სოზარ სუბართან მიხეილ სააკაშვილის არასამართლიანი პოლიტიკური თამაში დასრულდა, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მსჯავრდადებული, რომელიც სოზარ სუბარს ვერ პატიობს ოთხ რამეს - 7 ნოემბერს; როინ შავაძის საქმეს, გამჭვირვალობის კანონის იდეას და მისი რეჟიმის გასამართლების მოთხოვნას და საჯაროდ შურისმაძიებლის შინაარსის "ეპისტოლეებს" ოთხ კედელში გამოკეტილი უძღვნის.
დამარცხდით ბატონო მიხეილ, დამარცხდით და დროა აღიაროთ, რომ სამართალი მართალია ურმით, მაგრამ მაინც მოდის", - წერს მეგრელიშვილი.