სააკაშვილმა ციხიდან შემოთვალა, თუ ვინ უნდა იყოს პარტიულ სიაში - ვინ ეკითხება?! ამომრჩეველს ვინ უნდა, იცის მაგან?! რომც იცოდეს, ამისი გამოვლენა უკვე არის საშინლად ანტიდემოკრატიული, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ძალაუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში, ანუ ხალხი უნდა წყვეტდეს პარლამენტში ვინ ეყოლება წარმომადგენელი და არა მიშა სააკაშვილი, რომელმაც გუშინ შემოთვალა ციხიდან, რომ ისეთი ხალხი უნდა იყოსო ჩემს სიაში, აქამდე პარლამენტარები რომ ყოფილანო. ვინ ეკითხება?! „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ვინ უნდა, იცის მაგან?! რომც იცოდეს, ამისი გამოვლენა უკვე არის საშინლად ანტიდემოკრატიული“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს მიმართა: ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები