ვაუ, ძალაუფლების წყარო ყოფილა ხალხი. ეს ყალბი რეგვენები. თუ ძალაუფლების წყარო ხალხია: - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველო" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაცმოძრაობის" გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში.
"ა) რატომ აშანტაჟებს გვარამია, წლებია, პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ვინც მიშას გააკრიტიკებს - ეთერი, ანუ ხალხთან წვდომა შეეზღუდება?
ბ) რატომ აცხადებს მიშა მშვილდაძე ვირუსად იმას და უბლოკავს წვდომას იმას, ვინც მისი პატრონის მანკიერ გავლენას ამხელს?
მთელი ნაცმოძრაობა, მისი სატელიტებიანად, ქოცებთან ერთად ხართ ქართველი ხალხის თავისუფლების მტრები.
თქვენ ქართველ ხალხს ძალაუფლებას ართმევთ და ინიციატივას უჩლუნგებთ იმით, რომ თავისუფალ არჩევანს და თავისუფალ კონკურენციას უზღუდავთ და ძალადობით, კორუფციით და შანტაჟით, აჭმევთ თქვენი ბელადის და ოლიგარხის უხარისხო მონებს.
თქვენ ქართველ ხალხს პატივს არ სცემთ.
თქვენ ქართველ ხალხს თვლით ჯოგად, რომელსაც სალაფავი უნდა აჭამო.
და თქვენ ქოცებთან ერთად უნდა გადაშენდეთ" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში"