მე ვთვლი რომ ფასეულობების ომში ვარ.
მიმაჩნია, რომ ამ ომში ვუპირისპირდები სიბნელეს, ბოროტებას, ჩამორჩენილობას, თვალთმაქცობას, ცილისწამებას, ძალადობას, გაუნათლებლობას…
ამ ბრძოლაში თავისუფლების ბედი წყდება. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი
"მე მიმაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე იკადრებს ყველაფერს, რომ ეს ბრძოლა არ წააგოს - მათთვის, ამ ბრძოლის წაგება ეგზისტენციური საკითხია.
მამუკა მდინარაძეც, ირაკლი კობახიძეც, ბექა ოდიშარიაც და ივანიშვილის რეჟიმის ყველა მარიონეტი, თვლის რომ ეს ბრძოლა თუ წააგეს, ამ ქვეყნიდან დედაბუდიანად გადახვეწა მოუწევთ - ისინი ვერ ხედავენ ცივილიზებულ გადაწყვეტას და არ სჯერათ, რომ წაგების შემდეგ ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ქუჩაში მშვიდად სეირნობას შეძლებენ - სამშობლოს, პროგრესის, თავისუფლების მოღალატის ბირკით.
მათთვის ეს ეგზისტენციური საკითხია.
ამიტომ, უნდა ველოდოთ ზურგიდან მოპარვას და თავში აგურის ჩარტყმას, ქვების სროლას, ფიზიკურ თავდასხმებს … წარმოიდგინეთ რა დღეში არიან - ფსონი აქვთ დადებული ჩამორჩენილ ქვეყანაზე, რომელსაც ნატო კი არა, რუსული მხედრიონი დაესხა თავს, მილიონიანი ქალაქები უპრობლემოდ აიღო, მოსკოვამდე მივიდა და პუტინს ასფალტი ააყრევინა მოსკოვის გარშემო.
სულ რომ დამასისხლიანონ, კიდურები დამალეწონ, სკალპი ამაძრონ (სხვა რა გზა აქვთ გარდა ძალადობისა?) - მე არ ვიქნები მსხვერპლი! მე ვიქნები მებრძოლი, რომელიც გაიმარჯვებს.
ასე მჯერა და ამ ფილოსოფიით ვარ ამ საქმეში.
ხო, მართლა - მიშა მშვილდაძეს ფორმულაზე ყულაბა გაუკეთებია ჩერგოს კილერის დასაქირავებლად და ლარებს ყრიან შიგ - ეგ ხუმარა ღლე
ანუ ვაზუსტებ, რომ ჩემთვის კეზერაშვილის და სააკაშვილის ყველა მარიონეტი ბოროტების enabler -ია და მათი ბრძოლა ძალაუფლებისთვის - ჩუჟოი პროწივ ხიშნიკაა, ორივემ უნდა წააგოს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.