“არ დავახოცინეთ თქვენი თავი გლობალური ომის პარტიას და ამიტომ მსჯიან” და მორჩით ამ ბოდვას იმაზე რომ ევროკავშირის საბოტაჟს აკეთებს! - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ გზავნილს რომ ოცნება შეგნებულად აკეთებს კანდიდატობის მიღების პროცესის საბოტირებას. კანდიდატობის ვერ მიღება ოცნებას ასუსტებს.
ა ს უ ს ტ ე ბ ს
კანდიდატობა რომ მიიღოს, გაძლიერდება.
გ ა ძ ლ ი ე რ დ ე ბ ა.
მთელი ეს ანტიდასავლური პროპაგანდა, გლობალური ომის პარტიად მთელი დასავლეთის და ყველა კრიტიკოსის, პოტენციური კრიტიკოსის და საკუთარი პროდასავლური ამომრჩევლის გამოცხადებაც კი, არის ზიანის კონტროლის სტრატეგია! კანდიდატობაზე უარით მიღებულ ზიანს აკონტროლებს ამით. “არ დავახოცინეთ თქვენი თავი გლობალური ომის პარტიას და ამიტომ მსჯიან” და მორჩით ამ ბოდვას იმაზე რომ ევროკავშირის საბოტაჟს აკეთებს! თავს იცავს, იმიტომ რომ იცის პირობებს ვერ შეასრულებს და ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს! თან, მელიას დაჭერის არ იყოს - სავაჭროს იკეთებს, სავაჭროს იკეთებს და ივაჭრებს! - კანდიდატის სტატუსის გაცვლას შეეცდება იმაში, რომ საერთაშორისო ბიუროკრატიამ პროექტები მშვიდად გააგრძელოს! ხო, ევროკავშირში მიღებას, ნატოს ბაზებს, შვეიცარული ბანკების შემოსვლას და ოქსფორდის და კემბრიჯის ფილიალების გახსნას საბოტირებსსსს!გაჩუმდით!