ევროპული საქართველოს ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი აშშ-ს სახდეპის მიერ რუსულ კანონზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს კანონი იმიტომ არის რუსული, რომ უცხო ქვეყნის სამსახურად აცხადებს თავისუფალ მედიას, თავისუფალ სასამართლოსა და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
“შეხედეთ უბრალოდ, თუ ვისთვის შეიძლება იყოს ინტერესი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ამ სახელმწიფოში ადამიანების უფლებების დაცვა, თავისუფალი მედიის არსებობა - მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისთვის.
სწორედ ამიტომ წუხს ჩვენი თანამეგობრობა დასავლეთში იმ ყველაფერზე, რაც ხდება და რეალურად ამის ერთადერთი ანტიდოტი ამ რეჟიმის ამოძირკვაა, რადგან თავად ეს რეჟიმია რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღი და შეუძლებელია, რომ მან რამე არარუსული გააკეთოს” - თქვე თამარ ჩერგოლეიშვილმა