მეგობრებო და არამეგობრებო! პოლიტიკოსებო არაპოლიტიკოსებო! მოქალაქეებო!სოლოდარობის შეგრძნება ხომ არ დავკარგეთ?!იქნებ რაიმე ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე , რომ კიდევ "უპროჟექტორობა" არ მოიმიზეზონ ამაღამ! - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

"გამოვიდეთ დღეს 19 საათზე რუსთაველზე მთავრობის სახლთან, კანონი და სამართლით  დავიცვათ ჩვენივე ღირსება და თავმოყვარეობა  , მე ჩემი თანამოაზრეებით იქ ვიქნები, ეს ხომ არ არის  პარტიული არჩევნები ბატონებო?! მოქალაქეობრივი პოზიცია სოლიდარობა  გამოვხატოთ! ტალახში კვდება  და იხრჩობა ამ კორუფციონერების გამო ჩვენი მომავალი ! დღეს რუსთაველზე განურჩევლად ყველა ! მკვდრები ხომ არ ვართ?!! მაშ მოვითხოვოთ,

მოვთხოვოთ  მკაცრად პასუხი ამ კორუფციონერებს!!!!!
დღეს 19 საათზე რუსთაველზე!✌️სოლიდარობა  ჩვენს,  ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!
არც  დღეს ღამე ექნებათ "პროჟექტორები"?! ხალხი იღუპება ხალხნო!!! 
დღეს 19 საათზე რუსთაველზე!" - წერს თამარ ჩარკვიანი. 

ცნობისთვის,

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო 2023 წლის 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება. 

პრემიერის თქმით, რაჭაში, მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს - 7 გარდაცვლილია ნაპოვნი.

გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე რაჭაში, საკურორტო ზონა შოვში სტიქიური უბედურება მოხდა.  ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ბოლო მონაცემებით 31 ადამიანთან არ არის კონტაქტი.