მე- 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს და თბილისის საკრებულოს წევრს, პარტია "ლელოდან" საბა ბუაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხაზარაძე ე.წ. ფეიკტიპა, ხოლო ბუაძე ფუნთუშებზე გაზრდილია, რომელიც პოლიტიკოსი ვერ იქნება
"თუ საშიშროება აქვს შენ ქვეყანას გადაბარების, მაშინ მეთქი კარვები უნდა გვქონდეს რუსთაველზე და ლეიბები დაყრილი იმ კარვებშითქო. ასეთ საკითხებზე მოღლიცინე ოპოზიცია არის ზარმაცი და კომფორტში მყოფი.
ხალხი ყველაფერს გრძნობს და შენ რომ ახლა ძვირად ღირებული "მუსტანგით", მანამდე სისხლი რომ აქვს გამშრალი შენი პროცენტებით ხალხს და ხაზარაძე რომ გქვია, აბსოლუტურად მევახშური პროცენტები ხომ?! რომელ პოლიტიკოსობაზე და იდეალებზე მელაპარაკები?! "მუსტანგამდე" არის ის, რომ პროცენტები დაწიო. ამიტომ არ მჯერა ამ "ფეიკტიპების".
საბა ბუაძეს მე საერთოდ არ მივიჩნევ პოლიტიკოსად. როგორ უნდა მივიჩნიო? პოლიტიკოსია განა?! ფუნთშებზე გაზრდილია და ეს ჩანს, და ფუნთუშებზე კიდევ ვერ კეთდება პოლიტიკა" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "რუსთავი 2"-თან.