"ვერ მივხვდი ზოგიერთი ტვ გაკვირვებას ( ამ შემთხვევაში ტვ პირველს ვგულისხმობ) ევროპული საქართველოს შეერთებამ, რატომ გამოიწვია ამხელა “გაკვირვება”,  2016 წლამდე ერთნი მაინც იყვნენ, ერთი პარტია იყო ხომ ასეა?! სანამ ბოკერია “ჩაიდენდა” უკადრებელს??? " - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. 

"საოცარია ამხელა  აჟიოტაჟი  არ ამტყდარა  ტვ ეთერში  “საუკუნის პოლიტ.ქორწინება” რომ ვიხილეთ ხაზარაძე-ელისაშვილს ვგულისხმობ   , მსგავსი ბრალდებები  არ მომისმენია, რაც ელისაშვილმა ხაზარაძეს უთხრა, უწოდა  და ტალახის ასხა და იმანაც შეირგო , თაღლითი, მძარცველო , მევახშე, პატიმრებს  ციხეში   კრედიტებს უფორმებდი და სხვის “ბიზნესებს “იფორმემდიო, ანაკლია  სანამ არ “აგახიეს”  სამშობლო  არ გაგხსენებიაო შე ხალხის მძარცველოო.

ჰოდა ეს ორმაგი სტანდარტი ცუდია ,ძალიან ცუდი.

დასანანია ,კარგი არხია ტვ პირველი მართლა კარგები არიან  და მენანება გულწრფელად “მევახშე  ოლიგარქის”   ტვ - აი ამ სახელს იკიდებს უკვე  , სამწუხაროა- მართლა სამწუხარო….✌️" - წერს თაკო ჩარკვიანი.