რეფერენდუმი?? რისი რეფერენდუმი? რეფერენდუმი ჩატარებულია ორჯერ საქართველოში და 80 პროცენტი დასავლეთის, ევროვექტორის მომხრეა, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გვერდზე წერს.
„კონსტიტუციით მკვეთრად გაწერილი არჩევანი, დიდი ხანია, გაკეთებულია! უკაცრავად და, ეჭვქვეშ რატომ და ვინ აყენებს უკვე არსებულ არჩევანს?!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.