„ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ამავდროულად, მხოლოდ დამახსოვრება არ არის საკმარისი - სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის:  ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის; ქუჩაში მკვლელობებისთვის; ციხეებსა თუ პოლიციის განყოფილებებში ათასობით ნაწამები ადამიანებისთვის; კოდორის ხეობასა თუ ცხინვალის რეგიონში მიტოვებული მოქალაქეებისთვის და ა.შ.“,  - განაცხადა სოზარ სუბარმა.