"ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ციხის კადრები რომ გავრცელდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ამ სისტემური დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა. სუბარი კი აცხადებს, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, რადგან სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში ეს ფაქტები მის ყველა საპარლამენტო მოხსენებაში იყო ასახული.
„მეგის ქარდავა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახე, მაგრამ მეგის ქარდავა მარტო არ იყო. ის სისტემის ნაწილია და ეს სისტემა სხვანაირ ადამიანებს არც მოიაზრებდა. ეს სისტემა ზრდიდა ასეთ ადამიანებს. როცა ციხის კადრები გამოვიდა, თქვეს - სისტემური დანაშაული ყოფილაო და ჩვენ ეს არ ვიცოდითო. სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცოდა. ამას მე ვამბობდი ყველა ჩემს საპარლამენტო მოხსენებაში, როცა ვიყავი სახალხო დამცველი. ეს იყო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად შორს იდგა ადამიანის უფლებების დაცვისგან და ევროპული ღირებულებებისგან," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, დღეს მეგის ქარდავამ ციხიდან სხვა პატიმრების გარეშე სასამართლოში გადაყვანა მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო
შეგახსენებთმ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, მეგის ქარდავას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მიესაჯა
, მეგის ქარდავა არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდადებულის ექსტრადირება განხორციელდა.
მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან ექვსზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ხუთი სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში