ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოიკვეთა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის კომენტირებისას განაცხადა.
სუბარის თქმით, ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი.
„თითქოს სიმბოლურია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებას თან დაერთო განცხადება, რომ მას წარადგენენ სახაროვის პრემიაზე. სახაროვი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო გამოაცხადა მცირე იმპერიად და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაიშალოს. ეს იყო ერთგვარი ტრიგერი, ბიძგის მიმცემი სწორედ სეპარატისტული ძალებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის იმ მოძრაობის დაწყებისა, რომელმაც საქართველო მიიყვანა ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით ოკუპაციამდე.
ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოქვეყნდა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით.
ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს ის რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი, მას უბრალოდ ქარიზმა არ ყოფნის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან ასევე ლომჯარიას სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პატიმარი, ვის უფლებებსაც ლომჯარია იცავდა, მიხეილ სააკაშვილი იყო.
„ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა - მიხეილ სააკაშვილი, ის ადამიანი ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი. აბსოლუტურად მოგონილი თემაა, თითქოს პატიმრებს ავალებდა ციხის ადმინისტრაცია, რომ როცა ლომჯარია ციხეში შედიოდა დაეწყოთ სტვენა და ხმაური ე.წ. „შუმოკი“. მართლა ძალიან შორს უნდა იყო სახალხო დამცველობისგან, რომ ასე ცუდად გესმოდეს პატიმრის ფსიქოლოგია - ვერავინ აიძულებს პატიმრებს დაუსტვინონ იმას, ვისაც არ უნდათ, რომ დაუსტვინონ," - აღნიშნა სუბარმა.