„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში.

„სწორედ ამიტომ არის, რომ განხილვაშიც კი არ მიიღო სტრასბურგმა ნიკა გვარამიას საჩივარი. სწორედ ამიტომ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები დღემდე ვერ ბედავენ, თავისი განაჩენები წაიღონ სტრასბურგში და იქ სცადონ გასაჩივრება, ურჩევნიათ, რომ ასე, ცილისწამებებით ილაპარაკონ, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური განაჩენებია გამოტანილი.

კარგი იქნება, თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი მოიხდიან ბოდიშს ქართული სასამართლოს, სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების წინაშე, ასევე, ბოდიშს მოიხდიან, პირადად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო

ლაშა ჩხიკვაძე: ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, მითხრეს, კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე პატიმრობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი 3 წევრი: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღემდე ვერ მიიღო პასუხი, ნიკა გვარამიას საქმის განაჩენის გამო „დაისაჯა“ თუ არა იგი, ვიზიტიდან ამოღების სახით

ამერიკის საელჩომ ბრძანოს ეს გადაწყვეტილება ჩემს მიმართ არის სანქცია, თუ არ არის სანქცია – სამწუხაროდ, საელჩო დუმს