უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა მედიასთან ოპოზიციის საარჩევნო და პოსტსაარჩევნო გეგმების შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა - მტერიც და მოყვარეც, იძულებული იქნება, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მყარ, დამაჯერებელ გამარჯვებას შეეგუოს.

„რადიკალური ოპოზიციის მუქარების არავის ეშინია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომაც, ისინი საარჩევნო კამპანიას არ ატარებენ. ერთადერთი, რისი იმედიც აქვთ, ეს ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებია. ეს განცხადებები 26 ოქტომბრამდე გაძლიერდება, ხოლო 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა - მტერიც და მოყვარეც, იძულებული იქნება, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მყარ, დამაჯერებელ გამარჯვებას შეეგუოს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.