გპირდებით, რომ საქართველოს დავუბრუნებთ განვითარების იმ ტემპს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად ჩაუყარა საფუძველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩვენი კოალიცია გპირდებათ, რომ გექნებათ ქვეყანა, საიდანაც არათუ გარბიან მოქალაქეები, საიდანაც არათუ გაქცევა უწევთ ადამიანებს, არამედ ღირსეული, წარმატებული, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი საამაყო თანამემამულეები დაბრუნდებიან როგორც ეს მოხდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ათეულ ათასობით ადამიანი დაბრუნდა და ჩაერთო ქვეყნის მშენებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში, ჩვენ გპირდებით ისეთ ქვეყანას, სადაც დილას დედას, რომელიც შვილს აცილებს სკოლაში, არ მოუწევს ფიქრი, მისი შვილი დარჩება თუ არა მშიერი, ჩვენ გპირდებით უსაფრთხო გარემოს, ღირსეულ ქვეყანას, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით შევა ევროკავშირში და ნატოში.
"ქართული ოცნება" დღეს ჯიუტად ცდილობს წაშალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კვალი ქვეყნის წარმატებაში, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება ასამართლებს პოლიტიკურ ლიდერს, რომელმაც სახელი გაითქვა მსოფლიოში სწორედ კორუფციასთან ყველაზე წარმატებული ბრძოლით.
26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ერთიანობით, ერთად დგომით, ადამიანთან ერთად, რომელმაც საქართველოში პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა - მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად მოვიპოვებთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ კეთილდღეობას", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.