„ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ნებისმიერ ადგილას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის განადგურება ადამიანური ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი