საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს შვედეთის საგარეო უწყების მიერ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და შვედეთში უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ შვედეთის მთავრობის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივას. მისი თქმით, ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ: შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.