სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და გაერთიანების წევრი ქვეყნების ელჩებთან შედგა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო. გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველოდებით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას“.
As Georgia is waiting for European Council’s decision on granting candidate status, we had friendly informal discussion with ambassadors of EU and its member states in Kakheti’s Kardenakhi village on achievements, challenges and plans of Georgia’s EU membership path. Grateful to… pic.twitter.com/rEwQ3BRXPV
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) December 2, 2023